ka | en
Company Slogan TODO

გუჯარეთი-ხაჩკოვის მადნიანი ველის ჰიდროთერმულად შეცვლილი ზონების შესწავლა Terra ASTER-ის მულტისპექტრული თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით.

ავტორი: გიორგი მინდიაშვილი
საკვანძო სიტყვები: მადნიანი ველი, დისტანციური ზონდირება, ჰიდროთერმული შეცვლა, გუჯარეთი-ხაჩკოვი, მადანი.
ანოტაცია:

ნაშრომი მოიცავს ASTER-ის 40-ზე მეტი მონაცემის ინტერპრეტაციას, რომელიც მიღებულია დისტანციური ზონდირების მეთოდის კვლევის შედეგად. კვლევები ჩატარდა Terra ASTER მულტისპექტრული თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით. გამოყენებული ASTER-ის მონაცემების ტექნიკური სპეციფიკაციები შემდეგია: გრანულის ID: AST3A10409160806091107270062, დამუშავების დონე: 3, შეძენის თარიღი: 20040916, სურათის (Scene) ID: [171, 87, 1], დამუშავებული სპექტრული დიაპაზონები: “01023N3B0405060708091011121314”, ღრუბლებრივი დაფარვა: 2. საკვლევი ტერიტორია საკმაოდ ინტენსიურადაა დაფარული მცენარეულობის, თოვლის, მყინვარისა და ღრუბლიანობის თვალსაზრისით. ამიტომ, შეკვეთილ იქნა ASTER-ის ყველა გამოსახულებას შორის საუკეთესო სატელიტური მონაცემები, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენდა ტერიტორიას და რომელზეც წარმოდგენილ იქნებოდა თოვლისა და ღრუბლიანი საფარის უმცირესი რაოდენობა. მოცემულ კვლევაში გამოყენებულ ASTER-ის გამოსახულებას აქვს დაახლოებით 2% ღრუბლიანობა, 20% მცენარეული საფარი და 35% თოვლის საფარი მთელს რეგიონში. ამ მეტად დიდი რაოდენობით მცენარეული საფარის მქონე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის კლდოვანი ქანები, წინასწარი დამუშავების შემდგომ გამოყენებული იქნა დისტანციური ზონდირების ანალიზისათვის კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტები და სპეციალურად შემუშავებული ალგორითმები. ჩატარებული სამუშაოების მიხედვით დადგინდა, რომ საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მაგმურ პროცესებს და ამ გზით წარმოქმნილ ჰიდროთერმულად შეცვლილ ზონებს, რომლებიც წარმოდგენილია: პირიტიზირებული, გამოჟანგული, გასერიციტებული და გაკვარცებული ქანებით. ხშირ შემთხვევაში ეს ქანები ძლიერ დამსხვრეული, დანაპრალიანებული და შეცემენტებულია სხვადასხვა ზომის, ფორმის, ორიენტაციის და მცირე გამწეობის კვარცის და კვარც-ოქროიანი ძარღვებით. ცხადია, ჰიდროთერმული ცვლილებები და მინერალიზაციის ტიპები სრულად ვერ ასახავს საკვლევ ტერიტორიაზე მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებს, მაგრამ როგორც ჩატარებული სამუშაოები გვაჩვენებს, მინერალიზაციის პროცესები გენეტურად დაკავშირებულია რეგიონის მაგმურ აქტივობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევ რეგიონში, პირველად ჩატარდა მადნიანი მინერალიზაციის დისტანციური ზონდირების მეთოდით კვლევა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მადნიანი საბადოების ძებნა-ძიებაში დახარჯულ ფინანსებს და საგრძნობლად ზრდის ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობას და საიმედოობას. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა შემდგომში ხელს შეუწყობს დისტანციური ზონდირების მეთოდის უფრო ინტენსიურ გამოყენებას და მადნიანი ველების ძებნა-ძიებითი პროცესების ეფექტიანობის ამაღლებას საქართველოში.


მიმაგრებული ფაილები:

Study of Hydrothermally Altered Zones Within the Gujarat-Khachkovi Ore Field Using Terra ASTER Multispectral Satellite Data [en]
გუჯარეთი-ხაჩკოვის მადნიანი ველის ჰიდროთერმულად შეცვლილი ზონების შესწავლა Terra ASTER მულტისპექტრული თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com