ka | en
Company Slogan TODO

N-ტრიფენილსილილ-ბენზოკაინ-N-2,3,4-ტრი-O-აცეტილ-D-β-ქსილოპირანოზიდის სინთეზი

ავტორი: მარიამ ძოწენიძე
ანოტაცია:

N-გლიკოზილამინები წარმოადგენს ნახშირწყლების ალკილ- და არილამინებთან ურთიერთქმედების პროდუქტებს; ფარმაკოლოგები N-გლიკოზილამინებს მიიჩნევენ, როგორც ახალი წამლების პოტენციურ წყაროს, ვინაიდან ისინი წარმოადგენსბუნებრივი ნაერთების სტრუქუურულ ერთეულებს და შეუძლია ბიოლოგიურ პირობებში წარმოქმნა. ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური N–გლიკოზილამინების ახალი ტიპის წარმოებულების სინთეზი პერსპექტიულ სამეცნიერო მიმართულებას წარმოადგენს.ასეთი ნაერთების საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც პერსპექტიულია იქნება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ახალი ტიპის სილიციუმის შემცველი N-ტრიმეთილსილილ–ბენზოკაინ-N-2,3,4-ტრი-O-აცეტილ-β-D-ქსილოპირანოზიდის სინთეზი. ბენზოკაინ-N-2,3,4-ტრი-O-აცეტილ-β-D-ქსილოპირანოზიდის ტრიფენილქლორსილანით N–სილილირებით Zn ფხვნილის თანაობისას მშრალი ქლოროფორმის არეშიპირველად იქნა სინთეზირებული შესაბამისი N-ტრიფენილსილილ– ბენზოკაინ-N-2,3,4-ტრი-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდი შემდეგი სქემის მიხედვით: სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკურ–ქიმიური მეთოდებით.


მიმაგრებული ფაილები:

BA-მარიამ ძოწენიძე [ka]
BA-mariam dzotsenidze [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com