ავტორიზაცია

დიფერენცირებული სწავლება
ავტორი: ალუდა ჭელიძესაკვანძო სიტყვები: დიფერენცირება, სწავლება, მასწავლებელი, მოსწავლე
ანოტაცია:
იმისათვის რომ სწავლა-სწავლების პროცსი ეფექტურად წარიმართოს, მნიშვნელოვანია მასწავლებელს ზედმიწევნით კარაგ ესმოდეს და გააზრებული ჰქონდეს თითოეული მიდგომის არსი. მოცემულ ნაშრომში საუბარია დიფერენცირებულ სწავლებაზე და აქ განხილული ინფორმაცია ერთგვარი გზამკვლევი გახლავთ მასწავლებლებისთვის, რომელიც დაარწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია თუნდაც მცირედი ცვლილებებიბით დაეხმარო მოსწავლეებს შედეგების გაუმჯობესებაში. ნაშრომის პირველი ნაწილში საუბარია ზოგადად თუ რა არის დიფერენცირებული სწავლება და რას ნიშნავს დიფერენცირება სწავლების სტილის, ინტერესებისა და მზაობის მიხედვით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დიფერენცირებული სწავლების კავშირი განმავითარებელ შეფასებასთან, თუმცა ეს უკანასკნელი დეტაულარად არ არის განხილული. რაც შეეხება მეორე ნაწილს, იქ უკვე მიმოვიხილავთ დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებს შესაბამისი მაგალითებით, საიდანაც ნათლად ჩანს აღნიშნული მიდგომის როლი და მისი დადებითი შედეგი, რაც მსგავს მრავალფეროვან აქტივობებს მოაქვს მოსწავლეებისთვის.