ka | en
Company Slogan TODO

მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები

ავტორი: ანა ჩოხელი
საკვანძო სიტყვები: მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, პოლიქლორირებული ბიფენილები, დდტ, პოლიქლორირებული დიბენზოფურანები
ანოტაცია:

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შეიმჩნევა ქიმიურ ნაერთთა წარმოების ზრდა და სხვადასხვა სფეროში ადამიანთა საქმიანობის გააქტიურება, რის შედეგადაც გარემო დაბინძურდა მრავალი ტოქსიკური ნივთიერებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამინის ჯანმრთელობას, სხვადახვა ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი იმ ქიმიურ ნივთიერებებთან მიმართებაში, რომლებიც ცნობილია მდგრადი ორგნაული დამბინძურებლების (მოდ) სახელით. მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (მოდ) ორგანულ ნაერთთა კლასია, რომლებმაც მიიპყრეს საერთაშორისო ყურადღება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ამ ქიმიურ ნივთიერებებს გააჩნიათ ფიზიკური და ქიმიური თვისებების ერთობლიობა, რაც მათ საშუალებას აძლევს გადაადგილდნენ მათი გავრცელების ადგილებიდან ძალზე შორ მანძილზე, აქვთ გაძლიერებული მდგრადობა დაშლის მიმართ და ბიოაკუმულაციის უნარი. ეს ნაერთები მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამდენად, მოცემულ ნაშრომში განხილულია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, მათი თვისებები, გავრცელება, ასევე ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების საფრთხის შემცირების თვალსაზრისით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com