ავტორიზაცია

ლუდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები
ავტორი: ჯული ფარქოსაძესაკვანძო სიტყვები: ლუდი, ბადაგის ხარშვა, ფილტრაცია, ფერმენტაცია, პასტერიზაცია
ანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში განხილულია დაბალ ალკოჰოლური სასმელის ლუდის წარმოშობის ისტორია და მისი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები. ლუდის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის მიღება დამუშავების გზები და საჭირო მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის გამოყენების მეთოდები. თანმიმდევრულადაა განხილული თუ რა საფეხურები უნდა გავიაროთ, რათა მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ლუდის წარმოებისათვის გამოყენებული საწყისი ნედლეული. რა ტექნოლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი ლუდის წარმოების თითოეულ საფეხურზე და როგორ უნდა გადავჭრათ ისინი. ასევე განხილულია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე საწარმოებში არსებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. მოცემულია ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, რომელთა კონტროლიც ხდება ლუდის წარმოების თითოეულ ეტაპზე.