ka | en
Company Slogan TODO

მ-რნმ ვაქცინების მოქმედების მექანიზმი და წარმოება

ავტორი: ქეთევან მუსერიძე
თანაავტორები: -
საკვანძო სიტყვები: მ-რნმ ვაქცინები, ტრანსკრიფცია, ტრანსლაცია, პროტეინების სინთეზი
ანოტაცია:

ინფექციური დაავადებები მნიშვნელოვან პრობლემას წაროადგენს მოსახლეობისთვის. საბედნიეროდ, დღეისათვის ვაქცინების საშუალებით ხდება მათი პრევენცია. კოვიდ ინფექციების ფონზე მეტად აქტუალური გახდა დიდი რაოდენობის ვაქცინის სწრაფი წარმოება. სამწუხაროდ, ტრადიციული ვაქცინების წარმოებას დიდი დრო სჭირდება. ამის ფონზე, გაჩნდა ახალი ტიპის მ-რნმ (მესენჯერ-რიბონუკლეინის მჟავა), რომლის საშუალებითაც უჯრედს ინსტრუქციას აძლევენ გამოიმუშავონ კორონავირუსის ანტიგენი (სპაიკ-ცილები), რომელიც ხდება იმუნური სისტემის სამიზნე. ამ ვაქცინის დამზადება ხანმოკლე პროცესია, და გულისხმობს ლაბორატორიულად კორონავირუსის გენისგან მ-რნმ-ის მიღებას რაც ბიოლოგიური პროცესების ანალოგიურად მიმდინარეობს. ეს ვაქცინა ფართოდ იქნა გამოყენებული და FDA-ის (Food and Drug Administration) მიერ დადასტურდა მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com