ka | en
Company Slogan TODO

ალგებრული ენტროპია და დროის ისარი

ავტორი: მერაბ გოგბერაშვილი
საკვანძო სიტყვები: ნორმირებული ალგებრები; არა-ასოციატიურობა; ენტროპია; დროის ისარი
ანოტაცია:

ჩვეულებრივ, ივარაუდება, რომ დროის შეუქცევადობა მხოლოდ მაკროფიზიკაში ჩნდება. ჩვენ ვცდილობთ შემოვიტანოთ დროის ისარი მიკროფიზიკაში, თუ დავუშვებთ, რომ ფუნდამენტურ დონეზე ბუნება შეიძლება იყოს არა-ასოციატიური. გაზომვის რიცხობრივი შედეგების მიღება, რომელიც მოითხოვს მინიმუმ სამ ინგრედიენტს: გასაზომ ობიექტს, ხელსაწყოს და დამკვირვებელს, არა-ასოციატიურ შემთხვევაში დამოკიდებულია ოპერაციების თანმიმდევრობაზე და არაცალსახაა. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ოქტონიონების ალგებრის გამოყენება გაზომვებისას იწვევს G2 და SO(7) ჯგუფების შესაბამისი აქტიური და პასიური გარდაქმნების ალბათობის სიმკვრივის ფუნქციების შესაბამის მინიმუმ 18,6 ბიტი ფარდობითი ენტროპიის წარმოქმნას. ეს ალგებრული ენტროპია შეიძლება გამოყენებულ იქნას დროის ისრის შემოსატანად, ანალოგიურად, როგორც ამას აკეთებენ თერმოდინამიკური ენტროპიის შემთხვევაში.


მიმაგრებული ფაილები:

Algebraical Entropy and Arrow of Time [en]
ალგებრული ენტროპია და დროის ისარი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com