ავტორიზაცია

ტყვია და კადმიუმი, როგორც გარემოს დამაბინძურებელი მძიმე მეტალები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ავტორი: ნინო ბერიძესაკვანძო სიტყვები: ტყვია, კადმიუმი, გარემო, ანემია
ანოტაცია:
ჩვენი საუკუნის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება მძიმე მეტალებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით, რაც გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ეს პრობლემა მწვავედ დგას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყანაც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ძირითადი დაბინძურების წყაროს ანთროპოგენური ფაქტორი წარმოადგენს. ანთროპოგენური წყაროებიდან აღსანიშნავია: ავტოგამონაბოლქვი, საწვავი, რომელსაც მწყობრიდან გამოსული ავტომობილები მოიხმარენ, სამშენებლო ნარჩენები, საბავშვო სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, საკვები პროდუქტები, ლაქ-საღებავები და სხვა. აღნიშნული მიზეზების და კიდევ სხვა მრავალი გარემო ფაქტორის შედეგია ის, რომ მკვეთრად გაიზარდა ინფექციური და ვირუსული დაავადებათა შემთხვევები. წინა წლებთან შედარებით მომრავლდა ონკოლოგიური პაციენტები, რომელთა ასაკიც გაახალგაზრდავდა, საგანგაშო ნიშნულს აღწევს ბავშვთა ასაკში ონკოლოგიურ დაავადებათა ზრდა. ხშირია ლეიკემიებით და ლიმფომის დიაგნოზით დაავადებულ პაციენტთა შემთხვევები. რაც გამოწვეულია, როგორც ჰაერში მძიმე მეტალების კონცენტრაციის მატებით ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ნივთებით, რომლებშიც ასე ხშირად გვხვდება საშიში მძიმე მეტალთა ნაერთები. წინამდებარე ნაშრომში აღწერილია ტყვიით და კადმიუმით გარემოს დაბინურების გამომწვევი მიზეზები, ეკოსისტემასა (ნიადაგი, წყალი, ჰაერი) და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის გზები და მათი ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებები.