ka | en
Company Slogan TODO

ახალი ფსიქოტროპული საშუალებები

ავტორი: ლაშა გიუნაშვილი
საკვანძო სიტყვები: ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები
ანოტაცია:

ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები წარმოადგენენ საზიანოდ მოხმარების ნივთიერებებს, სუფთა ფორმით ან პრეპარატის სახით, რომლებიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს, ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით, მაგრამ შეუძლია საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“ (გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი — UNODC). აფნ-ების უმეტესობა არსებული კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების ეფექტის იმიტაციას ახდენს. ისინი თავდაპირველად შეიქმნა, როგორც უკვე არსებული კონტროლირებადი ნარკოტიკების - მაგალითად კანაფის, ჰეროინის, კოკაინის და MDMA-ის „ლეგალური“ ჩამნაცვლებლები. „კლუბური ნარკოტიკები“ წარმოადგენენ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფს, რომლებიც როგორც წესი, გამოიყენება საცეკვაო არეებში, საოჯახო წვეულებებზე, მუსიკალურ ფესტივალებზე და ზოგჯერ სექსუალურ კონტექსტშიც კი. ტერმინი მოიცავს სხვადასხვა მოქმედების ნივთიერებების განსხვავებულ ჯგუფებს. გლობალურად: დღეისათვის, აფნ მასშტაბურ ფენომენს წარმოადგენს. მსოფლიოს ყველა რეგიონიდან რეპორტირებულია ანგარიშები ერთი ან მეტი სახის აფნ-ის შესახებ. აღსანიშნავია რომ, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ლაბორატორიების და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2019 წლის დასასრულისთვის UNODC-ისთვის (გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო) მიწოდებული იქნა ანგარიშები 950 ახალი ნივთიერების შესახებ. ბოლო წლებში გლობალურ დონეზე სახელისუფლებო ორგანოების მიერ გამოვლენილია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან შედარებით სამჯერ მეტი აფნ. ევროპაში: ამჟამად, EMCDDA ახდენს 730-ზე მეტი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერების კონტროლს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com