ავტორიზაცია

ძველი და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი გეოგრაფიის მაგალითზე
ავტორი: იოსებ ლაზარაშვილისაკვანძო სიტყვები: გეოგრაფია, სასწავლო გეგმა, სტანდარტი, შედარებითი, ანალიზი
ანოტაცია:
დოქტორანტის სემინარი 2-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ ნაშრომს სახელწოდებით - ძველი და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი გეოგრაფიის მაგალითზე. აღნიშნული ნაშრომის დახმარებით წარმოგიდგენთ ძველ და ახალ ეროვნულ გეგმებს შორის მსგავსება-განსხვავებებს (კონცეფციები, მეთოდოლოგია და სხვ.) გეოგრაფიის საბაზო საფეხურის სტანდარტების მაგალითზე. ასევე, ნაშრომი განიხილავს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და მათი შესაძლო გადაჭრის გზებს. წინა სემინარზე წარმოდგენილი მქონდა სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც კლასის დონეზე ე.წ. „კომპლექსურ დავალებების“ საშუალებით ხორციელდება. კერძოდ, განხილული მქონდა ერთ-ერთი საერთაშორისო მეთოდის გამოყენებით „კომპლექსური დავალებების“ ეფექტიანად დაგეგმვა-განხორციელების პროცესი. ახალი ნაშრომი, წინა სასემინარო თემის, ლოგიკური და საინტერესო გაგრძელება იქნება.