ka | en
Company Slogan TODO

სემანტიკური ვები და დაკავშირებული მონაცემები

ავტორი: არჩილი ელიზბარაშვილი
თანაავტორები: არჩილ ელიზბარაშვილი
საკვანძო სიტყვები: სემანტიკური ვები, დაკავშირებული მონაცემები, WWW, RDF, URI.
ანოტაცია:

სემანტიკური ვების შექმნის მიზანია არსებული ვების გამდიდრება მანქანების მიერ ინტერპრეტირებადი მეტამონაცემების დამატებით, რათა კომპიუტერულმა პროგრამებმა შეძლონ ახალი ინფორმაციის შექმნა გამოცნობის პროგნოზით. ეს მიზანი მოითხოვს მეტამონაცემების სინტაქსისა და ლექსიკის განვითარებას და მეტამონაცემების შექმნას მრავალი ვებ გვერდისთვის. მსოფლიო ქსელის უზარმაზარი გავლენისა და წარმატების მიუხედავად, მას ამჟამად აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვა - უმრავლეს შემთხვევაში ის ხელმისაწვდომია მხოლოდ ადამიანებისთვის. მანქანები აგზავნიან ინფორმაციას ქსელში, მაგრამ ისინი საერთოდ არ გვეხმარებიან ინფორმაციის შერჩევაში, ინტერპრეტაციაში, სხვადასხვა ინფორმაციის წყაროების შედარებაში, ინფორმაციისგან დასკვნების გამოტანაში და მასზე მოქმედებაში. ამის მიზეზი არის ის, რომ კომპიუტერებს ესმით მხოლოდ ვებ გვერდების სტრუქტურა და განლაგება, და არ აქვთ წვდომა მათ მნიშვნელობებზე. სემანტიკურ ვებში ინფორმაციის მნიშვნელობა ცხადად არის მოცემული ცოდნის ფორმალური, სტანდარტიზებული წარმოდგენით ანუ ონტოლოგიით, რის შედეგადაც, კომპიუტერებს შეუძლიათ გააკეთონ მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციები ისევე, როგორც ადამიანები ამუშავებენ ინფორმაციას თავიანთი მიზნების მისაღწევად. წარმოგიდგენთ სემანტიკური ვების ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვასა და მისი განვითარების გზებსა და პერსპექტივას.


მიმაგრებული ფაილები:

Abstract Semantic Web and Linked Data [en]
ანოტაცია_სემანტიკური Web და დაკავშირებული მონაცემები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com