ავტორიზაცია

განზოგადებული ჰეიზენბერგის თანაფარდობა სფერულ კოორდინატებში
ავტორი: თეიმურაზ ნადარეიშვილითანაავტორები: ანზორ ხელაშვილი
საკვანძო სიტყვები: ჰეიზენბერგ-რობერტსონის განუზღვრელობის უტოლობა; ვეილის მეთოდი, ერმიტული ოპერატორები;თვითშეუღლება;ზედაპირული წევრები;მანდელსტამ-ტამის მეთოდი
ანოტაცია:
ვეილის მეთოდზე დაყრდნობით ნებისმიერი ორი ოპერატორისათვის ჩვენ განვაზოგადეთ ჰეიზენბერგ-რობერტსონის თანაფარდობა.განხილვა მიმდინარეობდა სფერულ კოორდინატთა სისტემაში, რომელშიც რადიალური ცვლადი შემოსაზღრულია ქვემოდან, რის გამოც აუცილებელი ხდება რადიალური ტალღური ფუნქციებისა და ოპერატორებისათვის სასაზღვრო პირობების გათვალისწინება კოორდინატთა სათავეში. ამის გამო წარმოიქმნება დამატებითი ზედაპირული წევრები, ჩვეულებრივ მიდგომისგან განსხვავებით. ეს დამატებითი წევრები გამოთვლილია სხვადასხვა ამოხსნადი პოტენციალებისათვის და გამოკვლეულია მათი ზეგავლენა ამოცანის ფიზიკურ სურათზე. ასევე ახლებურად არის გაანალიზებული დრო-ენერგიისათვის ჰეიზენბერგის თანაფარდობა და აღნიშნულია ზოგიერთი პრინციპული ხასიათის განსხვავება ტრადიციული მიგომისაგან.
მიმაგრებული ფაილები:
განზოგადებული ჰეიზენბერგის თანაფარდობა სფერულ კოორდინატებში [ka]Generalized Heizenberg uncertainty relation in sphericalcoordinates [en]