ავტორიზაცია

შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე იონური და არაიონური დანამატების გავლენის შესწავლა
ავტორი: ქეთევანი ნანობაშვილისაკვანძო სიტყვები: ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატი, შებრუნებული მიკროემულსიები, ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია, აქტივაციის ენერგია.
ანოტაცია:
შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის (AOT) საფუძველზე მომზადებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. გამოკვლეულია შებრუნებული მიკროემულსიის ელექტრულ გამტარობაზე ზოგიერთი კოსმოტროპული და ქაოტროპული იონური და არაიონური დანამატების გავლენა. გამოვლენილია კოსმოტროპული და ქაოტროპული იონური და არაიონური დანამატების განსხვავებული გავლენა შებრუნებული მიკროემულსიის ტემპერატურული ელექტრული პერკოლაციის ზღურბლის მნიშვნელობაზე. გამოთვლილია ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის აქტივაციის ენერგია შებრუნებული მიკროემულსიებისთვის ზემოთაღნიშნული დანამატების თანაობისას. კვლევა [PHDF-22-818] განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით