ka | en
Company Slogan TODO

სინქრონიზაციის ეფექტი არაწრფივ და სტოქასტურ ოსცილატორში

ავტორი: მარიამ მარტიაშვილი
ანოტაცია:

წინამდებარე მოხსენებაში ჩვენ მიერ გამოკვლეულ იქნა სინქრონიზაციის ეფექტი ერთ-ერთი არაწრფივი ოსცილატორის, კერძოდ ვან დერ პოლის ოსცილატორის შემთხვევაში. ვან დერ პოლის ოსცილატორი წარმოადგენს არაწრფივ ავტორხევით სისტემას, რომელსაც ახასიათებს არაწრფივი მილევის რეჟიმი, თუ მასზე არ მოქმედებს გარეშე ძალა. მოხსენებაში განხილულია შემთხვევა, როდესაც ვან დერ პოლის ოსცილატორზე მოქმედებს გარეშე ჰარმონიული ძალა და გამოკვლეულია ასეთ დროს სინქრონიზაციის ეფექტი. ამასთან, სინქრონიზაციის ეფექტი განხილულია ორი ბმული ოსცილატორული სისტემის შემთხვევაში. ასევე, გამოკვლეულია ფაზური სინქრონიზაცია ადლერის განტოლების მიხედვით. ადლერის განტოლება გამოკვლეულია როგორც ერთი, ასევე ორი გარეშე პერიოდული ძალის მოქმედებით, რომლებიც ხასიათდებიან სხვადასხვა სიხშირით. სინქრონიზაციის ეფექტს ვიკვლევთ ხმაურის შემთხვევაშიც. რიცხვითი ექსპერიმენტების საშუალებით ნაჩვენებია სიხშირული სინქრონიზაციის ეფექტი ვან დერ პოლის მოდელში, ასევე ნაჩვენებია ფაზური სინქრონიზაცია ადლერის მიახლოებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com