ავტორიზაცია

მაკრო მასშტაბური სწრაფი დინებისა და მაგნიტური ველის გენერაცია ასტროფიზიკური ობიექტების 2-ტემპერატურიან რელატივისტურ გაზში
ავტორი: ნანა შათაშვილითანაავტორები: ქეთევან კოტორაშვილი
საკვანძო სიტყვები: ბინარული სისტემები, მაკრო-მასშტაბური ვექტორული ველები, შებრუნებული დინამო
ანოტაცია:
რელატივისტური ორ-ტემპერატურიანი ელექტრონულ-იონური პლაზმის (გადაგვარებული ე-ი სითხე მცირე მინარევით რელატივისტურად ცხელი ე-ი ასტროფიზიკური დინებისა) [1] ანალიზის საშუალებით ნაჩვენებია მაკრო-მასშტაბური სწრაფი დინებებისა და მძლავრი მაგნიტური ველების ერთდროული გენერაცია ასტროფიზიკური ობიექტების 2-ტემპერატურიან რელატივისტურ გაზში გაერთიანებული შებრუნებული დინამოს/დინამოს მექანიზმით. შედეგად ფორმირებული დინამიური მაგნიტური ველის გაძლიერება და/ან დინების აჩქარება არის პირდაპირპროპორციული საწყისი ტურბულენტური კინეტიკური/მაგნიტური (მაგნიტური) ენერგიისა; პროცესი ძალიან მგრძნობიარეა რელატივისტურად ცხელი ელექტრონულ-იონური მინარევის ტემპერატურისა და მაგნიტო-სითხური ბმის მიმართ. ნაჩვენებია, რომ თეთრი ჯუჯების რეალისტური პარამეტრებისათვის, რომლებიც აკრეცირებენ ცხელ ასტროფიზიკურ დინებას / ბინარული სისტემებისათვის ყოველთვის არსებობს ისეთი ნამდვილი ამონახსნი დისპერსიული თანაფარობისა, რომლისთვისაც დისპერსიული მძლავრი ზე-ალფენური მაკრო-მასშტაბური დინების/გარედინების ფორმირება მახის რიცხვით > 10^6 და/ან ზე-მძლავრი მაგნიტური ველების გენერირება გარანტირებულია. შემოთავაზებული მექანიზმი - დინების აჩქარების/მაგნიტური ველის გაძლიერების შინაგანი ტენდენცია მაგნეტო-სითხური ბმებით მრავალტემპერატურიან, მრავალკომპონენტიან სისტემებში გაერთიანებული შებრუნებული დინამოს/დინამოს მექანიზმით - წარმოადგენს ერთერთ შესაძლებელ გზას აკრეცირებადი ასტროფიზიკური ობიექტების/ბინარული სისტემების ევოლუციის ასახსნელად. ლიტერატურა [1] K. Kotorashvili and N. L. Shatashvili, Astrophysics and Space Science. 367 (1), (2022) 1. DOI: 10.1007/s10509-021-04034-1
მიმაგრებული ფაილები:
Nana Shatashvili ENG 2023 [en]Nana Shatashvili GEO 2023 [ka]