ka | en
Company Slogan TODO

დიდმასშტაბიანი სიჩქარისა და მაგნიტური ველების კატასტროფული ფორმირება ასტროფიზიკული ობიექტების მრავალ კომპონენტიან გადაგვარებულ რელატივისტურ გაზში

ავტორი: ელენე სარალიძე
თანაავტორები: ე. დადიანი, თ. ცისკარიძე, ნ. შათაშვილი
საკვანძო სიტყვები: ენერგიის კატასტროფული ტრანსფორმირება, წონასწორული სტრუქტურები, ბინარული სისტემები
ანოტაცია:

ასტროფიზიკური ბინარული სისტემების კომპლექსურ კვაზი-ნეიტრალურ გარემოში, რომელიც შედგება რელატივისტური ძლიერად გადაგვარებული ელექტრონულ-იონური გაზისაგან მცირე რელატივისტური ცხელი ელექტრონულ-იონური გაზის მინარევით, წონასწორული ანალიზით ვაჩვენეთ, რომ სხვადასხვა ბუნების მქონე რელატივიზმის მახასიათებელ პარამეტრებს შორის განსხვავების გამო ჩნდება წონასწორობის კატასტროფული რღვევის შესაძლებლობა, შედეგად ადგილი აქვს ენერგიის გარდაქმნებს [1]. კომპლექსურ რელატივისტურ სამ-სითხოვან სისტემაში 2-ტემპერატურიანი ელექტრონებით განვიხილეთ როგორც უძრავი, ასევე მოძრავი იონების შემთხვევა. ამ შემადგენლობის რელატივისტურ გაზში ვაჩვენეთ დიდ-მასშტაბიანი სიჩქარის/მაგნიტური ველის კატასტროფული ფორმირება, რომლის დროსაც ხორციელდება ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორე სახის ენერგიაში [2]; ენერგიის ტრანსფორმაციების გამომწვევი მიზეზები დამოკიდებულ არა მხოლოდ სისტემის საწყის სპირალობებსა და ენერგიაზე, არამედ შემადგენელი კომპონენტების ტემპერატურასა და სიმკვრივეზეც. მივიღეთ, რომ სისტემის საწყისი მდგომარეობა განსაზღვრავს მისი რელაქსაციისას მიღებულ საბოლოო წონასწორულ მდგომარეობას. სისტემის მახასიათებელი ბელტრამის პარამეტრები განისაზღვრებიან რთული შედგენილი სისტემის სპირალობებით, რომლებიც დინამიურად შეიძლება შეიცვალონ. შესაძლებელია სისტემის ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე ეს პარამეტრები ხელსაყრელ დიაპაზონში აღმოჩნდნენ მძლავრი დინების / მაგნიტური ველის გენერირებისათვის. ვაჩვენეთ, რომ დიდ-მასშტაბიანი სწრაფი გადაგვარებული ელექტრონული დინების ფორმირება შესაძლებელია განმსაზღვრელი პარამეტრების განსაკუთრებით დიდ დიაპაზონში. კომპლექსური სისტემის განსაკუთრებული შემთხვევისათვის მიღებულია კატასტროფის პირობა ანალიზურად. ეს შედეგები მნიშვნელოვანია ვარსკვლავთა ევოლუციისა და კოლაფსის ამოცანების შესასწავლად. ლიტერატურა [1] N. L. Shatashvili, S. M. Mahajan, V. I. Berezhiani, Astrophys Space Sci. 364 (2019) 148. [2] S. Ohsaki, N. L. Shatashvili, Z. Yoshida, S. M. Mahajan, Astrophysical J., 570 (2002) 395.


მიმაგრებული ფაილები:

Elene Saralidze ENG 2023 [en]
Elene Saralidze GEO 2023 [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com