ka | en
Company Slogan TODO

მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემთა ანალიზის მეთოდი „Fingerprinting„

ავტორი: George ქაჩლიშვილი
საკვანძო სიტყვები: მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია, მონაცემთა ანალიზი, ბიბლიოთეკა
ანოტაცია:

MRF მონაცემთა ანალიზი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების და ინტერპრეტაციის შედარებით ახალ სტატისტიკურ მიდგომას. მისი უმთავრესი და უნიკალური მიდგომა მდგომარეობს თეორიულ ბაზაზე შექმნილი ლექსიკონის მეშვეობით ე.წ. ფარული პარამეტრების იდენტიფიკაციასა და სწორ ინტერპრეტაციაში, რომლის მართებულების ხარისხს განსაზღვრავს მონაცემების სტატისტიკური მოცულობა. ე.ი. ერთი და იგივე მონაცემის აღება ხდება მრავალჯერადად სხვადასხვა პოზიციაში, საიდანაც სპეციალურ ალგორითმს გამოყავს საშუალო სტატისტიკური მონაცემი, რის შემდეგაც დარდება ლექსიკონში არსებულ შესაბამის თეორიულ მნიშვნელობას იმისთვის, რომ გაშიფრულ იქნას სხვადასხვა ფარული პარამეტრები. მათემატიკური აპარატიდან ძირითადად გამოიყენება FFT, ნახვევი და 〖FFT〗^(-1). MRF - შემუშავებულ იქნა მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის მოწყობილობის პროგრამული პაკეტის მოდერნიზაციის მიზნით, კერძოდ იყო მცდელობა ადრეულ სტადიაში აღმოეჩინათ ალცჰეიმერის დაავადება. თუმცა დღეისათვის ნათელი გახდა, რომ მსგავსი მონაცემთა ანალიზი და ალგორითმი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი მიმართულებით. მაგალითად in – vivo სპექტროსკოპია და სხვა. MRF - ს ხშირად მიაკუთვნებენ მანქანური სწავლების მიმართულებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com