ka | en
Company Slogan TODO

მზე-დედამიწის კავშირების მონაცემთა ანალიზი არაწრფივი დინამიკის მეთოდებით

ავტორი: ლუკა ბურდილაძე
საკვანძო სიტყვები: მზის აქტივობა, ვოლფის რიცხვი, გეომაგნიტური აქტივობა, Aa ინდექსი, სპექტრალური ანალიზი, რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზი (RQA), კორელაციური ანალიზი
ანოტაცია:

მოხსენებაში გამოკვლეულია მზის აქტივობის ერთ-ერთი ინდექსი - ვოლფის რიცხვი მონაცემთა დამუშავების შემდეგი მეთოდებით: ფურიე ანალიზი, ვეივლეტ ანალიზი, ჰილბერტ- ჰუანგის ანალიზი და რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზი (RQA). გარდა ამისა, ჩატარებულია ვოლფის რიცხვისა და გეომაგნიტური აქტივობის Aa ინდექსის კორელაციური ანალიზი. სპექტრალური ანალიზის მეთოდებით ნაპოვნია 11 წლიანი და უფრო დიდი პერიოდებიც. ფურიე და ვეივლეტ ანალიზის მეთოდებისგან განსხვავებით, ჰილბერტ-ჰუანგის ანალიზმა რაოდენობრივად მეტი და მოკლე პერიოდებიც აღმოაჩინა. რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზით გამოკვლეულია მზის აქტივობის დინამიკა რამდენიმე RQA ზომის დახმარებით. მზის აქტივობაში დაიკვირვება ფაზური გადასვლები, რომლებიც ემთხვევა აქტივობის მინიმუმებს. 21-ე საუკუნის მონაცემების ანალიზით დაფიქსირდა ახალი მინიმუმის მოახლოება.


მიმაგრებული ფაილები:

Analysis of Sun-Earth Connection Data with Methods of Nonlinear Dynamics [en]
მზე-დედამიწის კავშირების მონაცემთა ანალიზი არაწრფივი დინამიკის მეთოდებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com