ka | en
Company Slogan TODO

ფოთლის, ტრიეტოქსი(ვინილფენეთილ)სილანის და სტიროლის თანაპოლიმერის ბაზაზე კომპოზიციური მასალების მიღება და კვლევა

ავტორი: ლევან ლონდარიძე
ანოტაცია:

ანოტაცია ჭადრის ფოთლის, სტიროლის და სილილირებული სტიროლის - თანაპოლიმერის ბაზაზე მივიღეთ ახალი მაღალტექნიკური მახასიათებლების მქონე ეკოლოგიურად სუფთა კომპო¬ზიციური მასალები ცხლად დაწნეხვის მეთოდით. შესწავლილია ახალი კომპოზიციური მასალების ზედაპირის მორფოლოგია ოპტიკური მიკროსკოპის საშუალებით, ზედაპირული სტრუქტურა მასკანირებელი ელექტრო¬ნული მიკროსკოპის და ენერგო დისპერსიული X-სხივური მიკროანალიზის მეთოდით. კომპოზიტებისთვის ჩატარებულია თერმოგრავიმეტრული ანალიზი (TGA), თერმოსტაბილურობის ანალიზი ვიკატის მეთოდით, მასალების კრისტალური სტრუქურა შესწავლილია X-სხივური დიფრაქციული მეთოდით. მიღებულ მასალებზე ჩატარებულია მექანიკური გამოკვლევები: სი¬მტ¬კი¬ცის ზღვარი ღუნვაზე, დარტყმითი სიბლანტე და წყალშთანთქმის კოეფიციენტი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com