ka | en
Company Slogan TODO

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი მეტეხის ნიადაგების გამოკვლევა ზოგიერთი მძიმე მეტალის შემცველობაზე და სოფელი იგოეთის ზოგიერთი სასმელი წყლის ჰიდროქიმიური შედგენილობა

ავტორი: ლიზა ჩუხუა
საკვანძო სიტყვები: ნიადაგის დაბინძურება, მძიმე მეტალები, მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი, მთავარი იონები
ანოტაცია:

წყლები და ნიადაგები უნიკალური ბუნებრივი რესურსებია, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებისა და პლანეტის შემადგენელი ყველა ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისთვის. ამ თვალთახედვით საინტერესოა აღნიშნულ ობიექტებზე საფუძვლიანი კვლევის ჩატარება. ჩვენს მიზანს შეადგენდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი მეტეხის ნიადაგების (5 ნიმუში) გამოკვლევა მძიმე მეტალთა, როგორიც არის კადმიუმი (Cd), ტყვია (Pb), თუთია (Zn), სპილენძი (Cu) , ნიკელი (Ni), მანგანუმი (Mn) და რკინა (Fe) შემცველობაზე მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ისეთ სფეროებში როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო ანალიზები, გეოქიიმიური ანალიზები, გარემოს დაცვითი ანალიზები და სხვა [1]. ნიადაგების პარალელურად განვსაზღვრეთ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის ზოგიერთი ზედაპირული წყლის ჰიდროქიმიური პარამეტრები: HCO3-, Cl-, SO42-, Ca2+, Mg2+, Na+, K+ და სხვა. მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ სოფელი მეტეხის ნიადაგების pH იცვლება 7.97-8.03 ზღვრებში და მაშასადამე მიეკუთვნება ტუტე ნიადაგებს, რაც თავსებადია ლიტერატურულ მონაცემებთან (pH 7.6-8.1) [2]. სოფელ მეტეხის ნიადაგების ზოგიერთ ნიმუშში კადმიუმის შემცველობა თითქმის ორჯერ აღემატება მის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. ტყვიის, თუთიის, ნიკელის, სპილენძის და მანგანუმის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება რკინის შემცველობას, ნიადაგის ნიმუშებში რკინის მაქსიმალური შემცველობას 3 %-ია და არ აღემატება კლარკს (0.02%-3.8%). ნიადაგების სინჯების პარალელურად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში აღებული იყო სასმელი წყლის ორი ნიმუში: ჭის წყალი და ონკანის წყალი. აღნიშნული წყლები მიეკუთვნება ჰიდროკარბონატული კლასის, კალციუმის ჯგუფის, მეორე ტიპის წყალს. ონკანის წყლისგან განსხვავებით, ჭის წყალში რამდენადმე მაღალია (8 მგ-ეკვ/ლ) და აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (7 მგ-ეკვ/ლ) საერთო სიხისტე, ასევე დასაშვებ ნორმატივზე 1.24-ჯერ მეტია პერმანგანატმეტრული ჟანგვადობა. გამოყენებული ლიტერატურა: 1. https://www.agilent.com/cs/library/applications/5991-7282EN_MP-AES-eBook.pdf 2. https://rustaveli.org.ge/geo/200916032128tsignebi/agroniadagmtsodneoba


მიმაგრებული ფაილები:

Determination of several heavy metals in the soil of Kaspi Municipality village Metekhi and hydrochemical analysis of village Igoeti waters [en]
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი მეტეხის ნიადაგების გამოკვლევა ზოგიერთი მძიმე მეტალის შემცველობაზე და სოფელი იგოეთის ზოგიერთი სასმელი წყლის ჰიდროქიმიური შედგენილობა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com