ka | en
Company Slogan TODO

მზის ენერგიის ეფექტურობის ჩამწერი სისტემა

ავტორი: დავით ხვიტია
თანაავტორები: მრდოიანი ედუარდ, გოგოლაძე გიორგი, პაპუაშვილი გიორგი
საკვანძო სიტყვები: არდუინო, მზე, ენერგია
ანოტაცია:

ჩვენი პროექტის დახმარებით შევძლებთ გავარკვიოთ თუ რამდენად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ექნება კონკრეტული მზის პანელების სისტემას. ამ პროექტის ძირითადი მოტივაციაა, რომ დაეხმაროს ნებისმიერ კლიენტს, კომპანიას თუ უბრალოდ ენთუზიასტს გაარკვიოს თუ როგორი რამდენად ეფექტური იქნება მზის პანელების სისტემის აწყობა მათ ტერიტორიაზე, ასევე ამ მონაცემების ერთად აკინძვით შესაძლებელი იქნება შეიქმნას ერთგვარი რუქა, რომელიც ასახავს მზის ეფექტიურობას გარკვეულ რეგიონებში სადაც უკვე ჩვენი პროექტი იქნება გამოყენებული. ჩვენი პროექტი მოიცავს სამაგიდო მაკეტის გაკეთებას, სისტემა რომელიც იქნება თვალსაჩინო, კომპაქტური და უნივერსალური, სურვილისამებრ შესაძლებელი იქნება სისტემის მასშტაბებში გაზრდა რომ დაკმაყოფილდეს კონკრეტული სიტუაციის მოთხოვნები. ჩვენი სისტემა შედგება პროგრამული და ელექტრონული ნაწილებისაგან სადაც ელექტრონული ნაწილი უზრუნველყოფს ამ სისტემის ენერგიით მომარაგებას ხოლო პროგრამული ნაწილი ჩაიწერს ჩვენთვის საჭირო მონაცემებს. ენერგია მიიღება მზის პანელიდან, რომელიც შეინახება ბატარეებში და ბატარეა გამოკვებავს პროგრამულ ნაწილს, რომელიც Arduino -ს მეშვეობით ჩაიწერს მზის პანელის ეფექტურობის მონაცემებს.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]
Annotation [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com