ავტორიზაცია

ახალი ციკლური ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით
ავტორი: ანი რურუაანოტაცია:
ჩვენი კვლევის მიზანი იყო ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა და ამ პროცესზე მოძრავი ფაზისა და ქირალური სელექტორების ბუნების გავლენის შესწავლა. ენანტიომერების ელუირების რიგისა და მისი ცვლილების პირობების გავლენის დასადგენად ექსპერიმენტი დაიგეგმა შემდეგი მიმართულებით: 1.მონიშნული ნიმუშების სკრინინგი მათი ენანტიომერების დაყოფის თვალსაზრისით სხვადასხვა სვეტების გამოყენებით. 2.მოძრავი ფაზების ოპტიმიზაცია, აცეტონიტრილზე წყლის სხვადახვა რაოდენობის დამატება. მიღებული შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქირალური სვეტი Lux Cellulose 4, რომელშიც ქირალურ სელექტორს წარმოადგენს ცელულოზა ტრის(4-ქლორ-3-მეთილფენილკარბამატი), აცეტონიტრილში ჩვენს მიერ შესწავლილი ახალი სულფოქსიდების მიმართ ენანტიომერების გამორჩევის ყველაზე მაღალი უნართ ხასიათდება. იგივე პირობებში ენანტიომერების დაყოფის ყველაზე დაბალი უნარით ხასიათდება ქირალური სვეტი Lux Cellulose 3, რომელშიც ქირალური სელექტორი არის ცელულოზა ტრის(4-მეთილბენზოატი). ეს მიუთითებს, რომ ჩვენს მიერ შესწავლილი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების გამორჩევისთვის/დაყოფისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ქირალურ სელექტორში გვქონდეს წყალბადური ბმების დონორი ფუნქციონალური ჯგუფი.
მიმაგრებული ფაილები:
SEPARATION OF ENANTIOMERS ON NOVEL CHIRAL CYCLIC SULFOXIDES IN HIGH-PERFORMANCE LIQUID CHROMATOGRAPHY USING POLYSACCHARIDE-BASED CHIRAL COLUMNS [en]ახალი ციკლური ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით [ka]