ka | en
Company Slogan TODO

ანალოგიები დნმ-ისა და ელემენტარული ნაწილაკების კოდირების სისტემებს შორის

ავტორი: ანი გირგვლიანი
საკვანძო სიტყვები: გაყოფადი ალგებრები, დნმ-ის კოდირების სისტემა, ფუნდამენტური ბარიონები
ანოტაცია:

ჩვენი აზრით, გაყოფადი ალგებრები უნდა ქმნიდნენ ფიზიკური რეალობის ერთ-ერთ მათემატიკურ საფუძველს, რაც გვკარნახობს, რომ მათი სიმეტრიები უნდა ვლინდებოდეს სხვადასხვა სტრუქტურების კოდირების სისტემებში. მოხსენებაში ერთმანეთთან შედარებულია დნმ-ისა და ფუნდამენტური ფერმიონების სტრუქტურები. ორივე შემთხვევაში დაიკვირვება სამ და ოთხ ელემენტიანი დაყოფა, რაც რვა განზომილებიანი სპლიტ-ალგებრის სიმეტრიაა. განხილულია ანალოგიები გენეტიკური კოდისა (რომელიც მოცემულია სამი ნუკლეოტიდური ბაზების შემცველი კოდონებით) და ყველა შესაძლო ბარიონის (კვარკების ტრიპლეტების) სტრუქტურების თავისებურებებს შორის. ისევე როგორც გენეტიკურ კოდში 21 სხვადასხვა ამინომჟავის მაკოდირებელი კოდონების გადაგვარება გვაქვს, ადრონების შემთხვევაშიც იკვეთება 4 შედარებით მსუბუქი კვარკისგან აგებული 21 ძირითადი ბარიონი, სპინის მნიშვნელობათა გადაგვარებით. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ხილული მატერია, რომელიც წარმოდგენილია ნაწილაკებით და ინფორმაციის ბიტების საშუალებით შესწავლის საშუალებას იძლევა, სამყაროს სულ 5%-ს წარმოადგენს, რაც შეესაბამება დნმ-ში ჩვენთვის ნაცნობი ფორმით სიცოცხლის შექმნაზე პასუხისმგებელ ინფორმაციის წილს.


მიმაგრებული ფაილები:

Analogies of coding systems of DNA and elementary particles [en]
ანალოგიები დნმ-ისა და ელემენტარული ნაწილაკების კოდირების სისტემებს შორის [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com