ავტორიზაცია

ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგია და მანგანუმის მინერალები
ავტორი: ანნა კიკვაძეანოტაცია:
ჭიათურის მანგანუმის საბადო მდებარეობს ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე - ძირულის კრისტალური მასივის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ოლიგოცენური ნალექების ქვედა ნაწილებს უკავშირდება. საბადო 1846 წელს აღმოაჩინა აკადემიკოსმა ჰერმან აბიხმა. მოხსენებაში განხილულია ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგია და ბეტეხტინისა და ძოწენიძის შეხედულებები საბადოს წარმოშობაზე. ბეტეხტინის მიხედვით ჭიათურის საბადო კლასიკურ დანალექ საბადოდ არის მიჩნეული, ძოწენიძის მიხედვით კი საბადო ვულკანოგენურ-დანალექი წარმოშობისაა. მანგანუმის მადნის რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა: ჟანგულა, ჰიდროჟანგული, კარბონატული და სილიკატური. მანგანუმის მთავარი მინერალებია: პიროლუზიტი MnO2, პსილომელანი - MnOˑMnO2ˑnH2O, მანგანიტი-Mn3+O(OH), ჰაუსმანიტი-Mn2+Mn3+2O4, ბრაუნიტი-Mn2+Mn3+6(SiO4)O8, როდოქროზიტი - MnCO3, მანგანოკალციტი - (Mn,Ca)CO3 როდონიტი - MnSi O3, სპესარტინი - Mn3Al2 [SiO4]3
მიმაგრებული ფაილები:
ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგია და მანგანუმის მინერალები [ka]