ka | en
Company Slogan TODO

ლითოსფეროს ფილების საზღვრები:კონვერგენტული საზღვრები

ავტორი: მიხეილ არჯევანიძე
საკვანძო სიტყვები: ლითოსფეროს ფილები, კონვერგენტული საზღვარი, სუბდუქციის ზონა, კოლიზიური საზღვარი, მთათა სარტყელი, ჰიმალაი, კავკასიონი
ანოტაცია:

ლითოსფერო დედამიწის გარე გარსია,რომელიც მოიცავს მანტიის ზედა ნაწილსა და ქერქს. ის შედგება ფილებისგან,რომელთაც მოძრაობის უნარი გააჩნია.არსებობს 3 ტიპის საზღვარი:დივერგენტური,კონვერგენტული და ტრანსფორმული. კონვერგენტულ საზღვრებზე ლითოსფეროს ფილები მოძრაობენ ერთმანეთისკე.კონვერგენტულ საზღვრებში ორი ძირითადი ტიპი გამოიყოფა:სუბდუქციური და კოლიზიური.სუბდუქციური საზღვრები განლაგებულია ოკენე/კონტინენტის საზღვრებზე ან ოკეანური ქერქის შიგნით.ხოლო კოლიზიური - კონტინენტური ნაწილების საზღვრებზე.კოლიზიის შედეგად წარმოიქმნა ალპურ-ჰიმალაური სარტყელი.რომლის შემადგენელი ნაწილებია: პირინეები,ალპები,კავკასიონი,ჰიმალაები,კოლიზიას მრვალგვარი შედეგები აქვს:დანაოჭება,შესხლეტვები,შეცოცეებები,კრეაციული პრიზმის ფორმირება,ბელტური მთების გაჩენა და სხვა.ლითოსფეროს ფილების კონვერგენტულ საზღვრებზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გეოლოგიური მოვლენები:ტექტონიკური დეფორმაციები,მაგმური, მეტამორფული და სხვა ენდოგენური პროცესები,აქ წარმოიშობა კუნძულთა რკალები,მთები.ამ საზღვრებზე ფიქსირდება უძლიერესი მიწისძვრები



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com