ka | en
Company Slogan TODO

ლითოსფეროს ფილების დივერგენტული და ტრანსფორმული საზღვრები

ავტორი: თენგიზ შუბითიძე
საკვანძო სიტყვები: ლითოსფეროს ფილები, დივერგენტული და ტრანსფორმული საზღვრები, შუაოკეანური ქედების წარმოქმნა, მაგნიტური ანომალიები
ანოტაცია:

ლითოსფერო-დედამიწის ყველაზე გარე მყარი გარსი.ლითოსფერო დაყოფილია:1)ევრაზიის,2)აფრიკის,3)ანტარქტიდის,4)ჩრდილო ამერიკის,5)სამხრეთ ამერიკის,6)წყნარი ოკეანის,7)ავსტრალიის ფილებად. ლითოსფეროში გამოყოფილია სამი ტიპის საზღვარი:დივერგენტული-ფილები ურთიერთ საწინააღმდეგოდ გადაადგილდებიან;კონვერგენტული-ფილები გადაადგილდება ურთიერთისკენ;ტრანსფორმული-ლითოსფერული ფილები გადაადგილდება ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალურად. დივერგენტულ საზღვრებს სპრედინგის ზონებსაც უწოდებე,აქ ხდება ზღვის ფსკერის გაფართოება.მათ ასევე ახასიათებთ მაღალი სეისმური აქტივობა და მაღალი სითბური ნაკადების მოდინება სიღრმიდან ზედაპირისკენ.ზღვის ფსკერის სპრედინგთან დაკავშირებულია მაგნიტური ანომალიები,არსებობს დადებითი და უარყოფითი ანომალია. დივერგენტული საზღვრები უმეტესად ოკეანეებში,მცირე ნაწილი კონტინენტის შიგნითაც.დივერგენტულ საზღვრებთან დაკავშირებულია შუაოკეანური ქედების წარმოქმნა,სადაც გამოიყიფა ორი ტიპი:რიფტიანი და ურიფტო. ტრანსფორმული საზღვრები ვითარდება:ორ ქედს შორის;ქედსა და ღრმაობს შორის ;ორ ღრმაობს შორის.ტრანსფორმული საზღვრების საუკეთესო მაგალითია სან ანდრეასის და ლევანტეს რღვევები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com