ka | en
Company Slogan TODO

კლიმატის ცვლილების გავლენა არქტიკაზე

ავტორი: თორნიკე ხოხონიშვილი
საკვანძო სიტყვები: კლიმატი, არქტიკა, მყინვარი, დნობა, ხმელეთი.
ანოტაცია:

დედამიწის კლიმატური თავისებურებები და კლიმატის გავლენა ძალზედ კომპლექსური ფენომენია. მეცნიერები ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავენ კლიმატის ცვლილების გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონზე და იმ შედეგებს თუ რა შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებამ სხვადასხვა პირობებში. რამდენად დიდი შეიძლება იყოს გავლენა იქ არსებულ ცოცხალ სამყაროზე და სხვა. კვლევის მნიშვნელობა დიდია რადგანაც ჯერ კიდევ შემორჩენილ ადგილებს როგორმე შეუნარჩუნდეთ არსებული იერსახე. მსოფლიოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მყინვარების დნობის ტემპია. დნობის შედეგად გამოწვეული შედეგების ანალიზის საფუძველზე მსოფლიოს უამრავი წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტი თუ მეცნიერი ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებისა თუ გადაჭრის გზების ძიებას. კლიმატის ცვლილების გავლენა ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი არქტიკაშია და მისი გავლენა წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება. აღსანიშნავია, რომ არქტიკა ყველაზე მეტად განიცდის კლიმატის ცვლილებას და ყინულის დნობის პროცესის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 5-6 გრადუსით არის მომატებული ტემპერატურა. ამის პარალელურად დიდი საფრთხე ემუქრებათ იქ არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს და აგრეთვე ხმელეთის ნაწილებს, რადგანაც განთავისუფლებული ხმელეთი საკმაოდ მყიფეა, რომ შეინარჩუნოს სტრუქტურა და ჩამოყალიბდეს სრულყოფილ ხმელეთად. არქტიკის ოკეანის ყინულების დნობა და კლიმატის ცვლილება აგრეთვე მოქმედებს წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე და უკვე აღინიშნება გარკვეულ რაიონებში მკვეთრი ცვლილებები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com