ka | en
Company Slogan TODO

სწრაფი უარყოფითად ციკლური კონვოლუციების პარალელური ალგორითმები

ავტორი: ბექა ბარბაქაძე
საკვანძო სიტყვები: სწრაფი კონვოლუცია, პარალელური კონვოლუცია, ციკლური კონვოლუცია
ანოტაცია:

ნაშრომი შეეხება პარალელურ ალგორითმებს პოლინომების გადასამრავლებლად. პოლინომების ნამ- რავლის და კონვოლუციების აქტუალობა დღითიდღე იზრდება, და საჭირო ხდება მათი სწრაფი გამოთ- ვლები, რადგან მოწყობილობების ვერტიკალური მასშტაბირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება, გამოსავალი ჰორიზონტალურ მასშტაბირებაშია და ალგორითმების დაყოფაში. ნაშრომის მიზანია გამ- რავლების პარალელური ალგორითმის შექმნა და ოპტიმიზირება კონკრეტული რგოლებისთვის, რომ- ლებიც მრავლად გამოიყენება სიგნალებისა და გამოსახულებების დამუშავების დროს, ასევე არსებული ალგორითმების და ბიბლიოთეკებში წარმოდგენილი გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ნაშრომში გან- ვიხილავთ სხვადასხვა ალგორითმს: ქვეშ მიწერით გამრავლების ალგორითმს და მის დაყოფილ ვერ- სიას, კარაცუბას ალგორითმს და მისი გაპარალელების მეთოდს, ხოლო ძირითადი კვლევის ობიექტი იქნება ფურიეს ციკლური გარდაქმნები და მათი ოპტიმიზაცია, ასევე მიღებული შედეგის შედარება სტან- დარტულ ბიბლიოთეკებთან და CPU ზე იმპლემენტირებულ მიმდევრობით ალგორითმებთან. მთავარი მიღებული თეორიული შედეგი მდგომარეობს ორი ცნობილი ერთმანეთთან არათავსებადი ოპტიმიზა- ციის ერთდროულად გამოყენებაში სპეციპიკურ რგოლში, რის შედეგადაც ვიღებთ, 1.5x-2.0x აჩქარე- ბას არსებული სტანდარტული ბიბლიოთეკების გადაწყვეტასთან შედარებით. ასევე იმპლემენტაციის დროს მიღებულია შედეგები, რომლითაც შევამცირეთ ნელ მეხსიერებაზე მიმართვები, და გავზარდეთ ქეშ ეფექტურობა, გამოყენებულ იქნა თემფლეით პროგრამირება, რათა რაც შეიძლება მეტი ოპერაცია შესრულებულიყო კომპილაციის დროს, გამოვიყენეთ სხვადასხვა ოპტიმიზაციები გამრავლების დროს რათა მოგვეხდინა მძიმე კომპლექსური ნამრავლის გაუმჯობესება. საბოლოო მიზანია ბიბლიოთეკის შექმნა, რომელიც გაუმარტივებს მუშაობას კრიპტოგრაფებს, გამოსახულების დამუშავებაზე მომუშავე ადამიანებს, და სპეციალისტებს, რომელთა სამუშაოც დაკავშირებულია სიგნალების დამუშავებასთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com