ka | en
Company Slogan TODO

აგლუტინაციური და ფლექსიური ენების ლექსიკონებში ლემის ძიება ლოგიკურ ინფორმაციული სისტემების საშუალებით: ქართული ზმნების შემთხვევა

ავტორი: არჩილი ელიზბარაშვილი
თანაავტორები: არჩილ ელიზბარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ელ. ლექსიკონი, ლემა, ნაუღლები ფორმა, ლოგიკურ ინფორმაციული სისტემა, სემანტიკური ვები.
ანოტაცია:

უცხო სიტყვის ძიება ლექსიკონის ყველაზე ხშირი გამოყენებაა. ისეთი ენებისთვის, რომლებიც, როგორც აგლუტინაციური, ისე ფლექსიური ა, მაგალითად ქართული, ეს შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, რადგან ზმნის ნაუღლები ფორმა შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ლექსიკონში გამოყენებული ლემებისგან. გარდა ამისა, ქართველ ლექსიკოგრაფებს შორის არ არსებობს საბოლოო კონსენსუსი, თუ რას უნდა წარმოადგენდეს ზმნის ლემა ლექსიკონებში. ეს კიდევ უფრო ართულებს ლექსიკონებთან მუშაობას. წარმოგიდგენთ „Kartu-Verbs“, რომელიც არის ქართული ზმნების გაუღლები ფორმების ნაკრები და რომელზე წვდომაც შესაძლებელია ლოგიკური საინფორმაციო სისტემით. ის ამჟამად შეიცავს 16 000-ზე მეტი ზმნის 5 მილიონზე მეტ ნაუღლებ ფორმას 11 სხვადასხვა დროში. ამასთან, თითოეულ ფორმას შესაძლებელია ჰქონდეს 11 სხვადასხვა მახასიათებელი. ბაზაში მოცემულია ამ მახასიათებლებს შორის 80 მილიონზე მეტი კავშირი. ლოგიკური საინფორმაციო სისტემით შესაძლებელია ბაზის ნებისმიერი ნაუღლები ფორმიდან მოიძებნოს შესაბამისი ლემა ლექსიკონში გამოყენების მიზნით. ამგვარად, Kartu-Verbs შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ნებისმიერი ქართული ლექსიკონის front-end ინტერფეისი.


მიმაგრებული ფაილები:

abstract Finding lemmas in agglutinative and inflectional language dictionaries with logical information systems: The Case of Georgian verb [en]
ანოტაცია აგლუტინაციური და ფლექსიური ენების ლექსიკონებში ლემის ძიება ლოგიკურ ინფორმაციული სისტემების საშუალებით: ქართული ზმნების შემთხვევა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com