ka | en
Company Slogan TODO

ადამიანის ვირტუალური სამგანზომილებიანი მოდელების პოზირება და მათზე დაბალსიხშირული მაგნიტური ველის ზემოქმედების ანალიზი

ავტორი: გიორგი კორკოტაძე
თანაავტორები: ანი მამნიაშვილი, ალექსანდრე კვირიკაძე
საკვანძო სიტყვები: ადამიანის ვირტუალური მოდელი, მაგნიტური ველი
ანოტაცია:

ელექტრომაგნიტურ ველებს ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისას შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა, შესაბამისად ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ამ ზემოქმედების ფაქტორი. ცოცხალ ორგანიზმებზე ელექტრომაგნიტური ველების მოქმედების ანალიზი შესაძლოა განხორციელდეს ორი გზით: პირველი ეს არის უშუალოდ ექსპერიმენტის ჩატარება, ხოლო მეორე საშუალებას წარმოადგენს კომპიუტერული სიმულაცია. როცა საკითხი ეხება ადამიანის ორგანიზმს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უმჯობესია უარი ვთვქვათ რეალურ ექსპერიმენტზე და გამოვიყენოთ სრულიად უსაფრთხო მიდგომა - კომპიუტერული სიმულაცია. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი წამყვანი კომპანია და უნივერსიტეტი მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ისინი ვირტუალური მოდელირებისთვის იყენებენ სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას. ჩვენს პროექტში მოდელირებისთვის გამოვიყენეთ EMCoS Studio -ს პროგრამული პაკეტი და მისი დაბალსიხშირული მაგნიტური ველის ამომხსნელი LFMF (Low-Frequency-Magnetic-Field). საბაკალავრო პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ ადამიანის ვირტუალური მოდელი, ასევე ვუზრუნველყავით მათი დამუშავება და მოდელს მოვარგეთ ინდივიდუალური სკელეტონი რისი გამოყენებითაც შესაძლებელია მოდელის ფიზიკური მდგომარეობის შეცვლა(უზრუნველყოფს ისეთ მოდელს რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ამოცანებში), გავითვალისწინეთ ორგანოთა დიელექტრიკული მახასიათებლები რათა მოდელი რეალისტურად დაგვემოდელირებინა, საბოლოოდ პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ რამდენიმე რიცხვითი ექსპერიმენტი და შედეგები გავაანალიზეთ საერთაშორისო ICNIRP-2010 სახელმძღვანელოს მიხედვით. საყურადღებოა ისიც რომ შევქმენით MATLAB სკრიპტი რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოახდინოს პოზირებული მოდელების ვიზუალიზაცია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com