ka | en
Company Slogan TODO

ბიოკომპოზიტები ეკოლოგიურად სუფთა ორგანო/არაორგანული შემკვრელების ბაზაზე

ავტორი: ლიზი კაკალაშვილი
ანოტაცია:

შესწავლილია ვინილტრიეთოქსისილანის სტიროლთან ალკილირების რეაქციები და მიღებულია შესაბამისი ალკილური მიერთების პროდუქტი ტრიეთოქსი(ვინილ-ფენეთილ)სილანი. სინთეზირებული პროდუქტის შედგენილობა და აღნაგობა დადგენილია მოლეკულუ¬რი მასის და მოლეკულური რეფრაქციის განსაზღვ¬რით, იწ, 1H, 13C, ჰეტერო Cozy და 29Si ბმრ სპექტრების საშუალებით. ლიტერატურაში არსებული მონაცემებიდან გამომ-დინარე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ალ¬¬კილირების რეაქცია მიმდინარეობს ორთო- და პარა-მიერთების იზომერული პროდუქ¬ტების ნარევის წარმოქმნით. ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსული სპექტრის სიგნა¬ლების მიკუთვნება პარა- ან ორთო-მიერთების პროდუქტებისა¬თვის გაძნე¬ლებუ¬ლია, ვინ¬აი¬დან ადგილი აქვს ამ სიგნალების ურ¬თიერთ გადაფარვას. ბმრ სპექ¬ტრები ჩვენს მიერ შესწა¬ვლილია სხვადასხვა პროგრამებით: ChemBioDraw Ultra, Mestre Nova და 1H, 13C, Cozy ბმრ სპექ¬ტრების იმიტირებული შესწავლის მეთოდებით, რო¬მელთა გამოყენებით დადასტურ¬ებულია სიგნა¬ლების გადაფარვა. ტრიეთოქსისილილირებული სტიროლის “in situ“ პოლიმერიზაციით დიკუმილის ზეჟანგის თანაობისას შემავსებლის ფიჭვის ხის ნა¬ხე¬რხში, ცხლად დაპრესვის მეთოდ¬ით დამზადე¬ბული იქნა კომპოზიციური მასალები. ტრიეთოქსისილი¬ლი¬რებული სტიროლის და ნახერხის მასური თანაფარდობა იყო 5:95, 10:90%, სხვადასხვა ტემპერატურა¬ზე და მიღებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის პოლიმერული კომპოზიტები, დეკინგები. შესწავლილია კომპოზიტების თერმული და ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. დადგენილია, რომ კომპოზიტის დაპრესვის ტემპერატური გაზრდასთან ერთად მცირდება კომ¬პოზიტების წყალშთანთქმა; იზრდება სიმტკი¬ცის ზღვარი გაღუნვაზე და დარტყმი¬თი სიბლანტის მნიშვ¬ნელობა.


მიმაგრებული ფაილები:

ალკალოიდები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com