ka | en
Company Slogan TODO

„საკვებში არსებული ქსენობიოტური ნივთიერებები და მათი გავლენა ორგანიზმის მეტაბოლიზმზე“

ავტორი: თემური მანთაშაშვილი
საკვანძო სიტყვები: კანცეროგენი, ბენზპირენი, ბისფენოლ-A, საკვები დანამატები, კანცეროგენეზი
ანოტაცია:

სინთეზური და ქსენობიოტური ნივთიერებების რაოდენობის ზრდა საკვებ პროდუქტებში თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ეს ნაერთები მრავალი დაავადების გამომწვევად გვევლინება. დადგენილია, რომ არსებული ნაერთების სისტემატურ მიღებას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ცოცხალ სისტემაზე. მაგალითად, მთელი რიგი ექსპერიმენტული კვლევები ადასტურებენ მჭიდრო კავშირს საკვებში არსებულ დანამატებსა და ორგანიზმში სიმსივნეების განვითარებას შორის. მსგავს ქსენობიოტურ ნაერთებს გავლენა აქვთ როგორც მეტაბოლურ პროცესებზე, ისე სხვადასხვა სასიგნალო აგენტების რაოდენობრივ ცვლილებაზე, რასაც საბოლოოდ მოყვება ონკოგენების წარმოქმნა და უჯრედის დაყოფის რეგულაციის მოშლა. ნაჩვენებია, რომ საკვებში არსებული კონსერვანტები, საღებავები, ემულგატორები, ანტიბიოტიკური ნივთიერებები, გემოს რეგულატორები და გამაძლიერებლები უარყოფით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავზე, კერძოდ კი ენტეროციტებზე, რასაც საბოლოოდ მოვყავართ მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების მოშლაში, რაც ვბლინდება ისეთი პათოლოგიების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გასტროენტერიტი და სხვ. ცნობილია, რომ შებოლილ საკვებსა და დაკონსერვებულ პროდუქციაში აღმოჩენილი ბენზპირენი და ბისფენოლ-A (BPA) ძლიერ კანცეროგენებს წარმოადგენენ, რომელთა რაოდენობის მატება ორგანიზმში ნეგატიურად აისახება უჯრედის ფუნქციონირებაზე, უჯრედული მეტაბოლიზმის მოშლა კი თავის მხრივ განაპირობებს ჟანგვითი პროცესების აქტივაციასა და შესაბამისად აქტიური რადილალების წარმოქმნაში, რასაც თან სდევს ამა თუ იმ სისტემის სიმსივნის განვითარება. ნაჩვენებია, რომ ზემოთხსენებული ნაერთები აზიანებენ გენეტიკური მასალის იმ უბნებს სადაც კოდირებულია ინფორმაცია ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტებისა (კატალაზა, SOD) და უჯრედულის ციკლის რეგულაციაში მონაწილე ცილების შესახებ (p53, p21, p16, CDK, E2F, Rb). მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ აღნიშნული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცირებაც კი საკვებ პროდუქტებში, მრავალჯერ ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა სიმსივნეები, გულ-სისხლძარღვა და ნერვული სისტემის დაავადებები. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ ცოდნის მიუხედავად საწარმოები სულ უფრო მეტად განაგრძობენ მავნე ნივთიერებების გამოყენებას საკვებ პროდუქტებში.


მიმაგრებული ფაილები:

„საკვებში არსებული ქსენობიოტური ნივთიერებები და მათი გავლენა ორგანიზმის მეტაბოლიზმზე“ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com