ka | en
Company Slogan TODO

SARS-COV-2-ის როლი ჰიპერტენზიის განვითარებაში“

ავტორი: სერგო გეგეჭკორი
საკვანძო სიტყვები: ჰიპერტენზია, SARS-CoV-2, ლიპიდების მეტაბოლიზმი-, RAAS სისტემა
ანოტაცია:

განმარტების თანახმად არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მყარად იმატებს. არტერიულ ჰიპერტენზიას აღიწერება როგორც მრავალჯერადად დაფიქსირებული წნევის მაღალი მაჩვენებლები (> 140/90mmHg). არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს. არტერიული წნევის ისეთი მომატება, რომელიც საექიმო გამოკვლევასა და მკურნალობას მოითხოვს, მსოფლიოში თითქმის ყოველ მეოთხე მოზრდილ ადამიანს აღენიშნება. ყოველ მესამეს აქვს რისკფაქტორები, რომლებიც არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას ზრდის. არტერიული წნევის ციფრების მომატებას დაავადების სხვადასხვა ფორმის დროს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ქსოვილებში იონური წონასწორობის დარღვევა. ჩამოთვლილი განმაპრობებელი ფაქტორების გარდა დადგენილია კავშირი ხანგრძლივად მიმდინარე ვირუსულ დაავადებებსა და ჰიპერტენზიას შორის. ბოლო წლების მონაცემების შესწავლის შედეგად შეიძლება ხაზი გაესვას ის პათფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლიც შეიძლება განაპირობებდეს SARS-COV-2-ით ინიფირებულ პირებში არტერიული წნევის მაჩვენებლების ცვლებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com