ka | en
Company Slogan TODO

რადიო საათები

ავტორი: გიორგი დოლიძე
საკვანძო სიტყვები: რადიო საათები, რადიო-კონტროლირებადი საათები, სინქრონიზაცია, დროითი კოდი
ანოტაცია:

რადიო საათები ან, როგორც მოიხსენიებენ, რადიო-კონტროლირებადი საათები (RCC) უკაბელოდ იღებენ დროით კოდებს და ძალიან დიდი სიზუსტით სინქრონიზდებიან Coordinated Universal Time (UTC)-თან. გარკვეულ შემთხვევებში მათი სიზუსტე მიკროწამის რიგისაა. RCC-ები აღჭურვილია რადიო მიმღებებით, რომლებიც აღიქვამენ ატომური საათების სადგურებიდან მოსულ სიგნალებს. ბოლო დრომდე, RCC საშუალო მომხმარებლისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, 90-იან წლებამდე მსგავსი საათები გამოიყენებოდა ლაბორატორიებში, განსაკუთრებულად ზუსტი მოწყობილობებისთვის. დღეს მისი შეძენა სხვადასხვა დანიშნულების საათის სახითაა შესაძლებელი. RCC გვხვდება ყოველდღიური მოხმარების ელექტრონულ მოწყობილობებში - ტელეფონებში, ტელევიზორებსა და სხვ. RCC- ების მსგავსი გავრცელება წარმოადგენს დროის აღრიცხვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპს. შესაძლოა, არც თუ ისე შორეულ მომავალში ყოველი საათი დიდი სიზუსტით სინქრონიზებული იყოს სწორ დროსთან. ნაშრომში დეტალურად განიმარტება და გადმოიცემა რადიო საათების (RCC) მუშაობის პრონციპი და მათთან დაკავშირებული პროტოკოლები. ამასთან, ფართო ჭრილში იქნება განხილული მათ მიერ შექმნილი შესაძლებლობები და უპირატესობები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com