ka | en
Company Slogan TODO

ნიკო ბერუჩაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მოკლე მიმოხილვა

ავტორი: ნელი ჯამასპაშვილი
თანაავტორები: ნელი ჯამასპაშვილი
საკვანძო სიტყვები: ნიკო ბერუჩაშვილი, ლანდშაფტმცოდნე, კარტოგრაფი, საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციები
ანოტაცია:

მე-XX საუკუნის მეორე ნახევარში ქართული გეოგრაფიამ მსოფლიო მეცნიერებას მრავალი ბრწყინვალე მეცნიერი მისცა. ნიკოლოზ ლევანის-ძე ბერუჩაშვილი (1947-2006), გამოჩენილი ფიზ-გეოგრაფი, ლანდშაფტმცოდნე და კარტოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის, აერიკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელი სამეცნიერო, კვლევითი ლაბორატორიისა და მარტყოფის ფიზიკურგეოგრაფიული სტაციონარის გამგე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს გეოგრაფთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) ლანდშაფტური ანალიზის კომისიის დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი, განსაკუთრებული ადგილი მათ შორის უჭირავს. ნ. ბერუჩაშვილი ლანდშაფტის შესწავლის მეცნიერებაში კლასიკოსად იქცა ჯერ კიდევ სიცოცხლეში. ის გულუხვად ფანტავდა ახალ იდეებს ირგვლივ, რომლებიც ყოველთვის იზიდავდა თავისკენ ახალგაზრდებს, ორგანულად ქმნიდა სამეცნიერო გუნდებს, რომლებიც მზად იყვნენ პრობლემების ფართო სპექტრის ოპერატიული გადაწყვეტილების მისაღებად: მთაში სტიქიური უბედურებების შესწავლიდან გეოპოლიტიკამდე. 2007 წლის ოქტომბრიდან, პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციები იღებენ თავს. ამ დროის შემდეგ მსგავსი საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. ღონისძიების მიზნები შემდეგია: სამეცნიერო კვლევებზე დიალოგის ხელშეწყობა და ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა/გაზიარება; ქართველ მეცნიერთა მიღწევების, საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციის წარმოჩენა და თანამშრომლობის გაღრმავება მომავალი კვლევების პრიორიტეტების მინიჭებისა და ინოვაციური მიმართულებების შემუშავების მიზნით; ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მკვლევარების წარმოდგენა, მათ მიერ ჩატარებული კვლევების პოპულარიზაცია და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, რათა ჩაერთონ მომავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევით პროექტებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com