ka | en
Company Slogan TODO

რადიოსიხშირული ველის ენერგიის რეზონანსული შთანთქმის გამოყენება მაგნიტურ ჰიპერთერმიაში

ავტორი: გიორგი მჭედლიშვილი
თანაავტორები: ა.უგულავა, გ.მჭედლიშვილი, ო.ხარშილაძე
საკვანძო სიტყვები: მაგნიტური ჰიპერტერმია, მაგნიტური ნანონაწილაკები
ანოტაცია:

რადიოსიხშირული ველის ენერგიის რეზონანსული შთანთქმის გამოყენება მაგნიტურ ჰიპერთერმიაში არჩილ უგულავა, გიორგი მჭედლიშვილი, ოლეგ ხარშილაძე ელფოსტა: giorgi.mchedlishvili@tsu.ge ფიზიკის დეპარტამენტი, ზუსტა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისის სახელმჭიფო უნივერსიტეტი,თბილისი, ი.ჭავავაძის გამზ. 3 ბიომედიცინის სხვადასხვა დარგში და განსაკუთრებით ჰიპერთერმიაში დიდ ყურადღებას იპყრობს მაგნიტური სითხეები(ფეროფლუიდები). სიმსივნის შიგნით სუსპენზიის ფორმით შეყვანილ მაგნიტურ ნანონაწილაკებს შეუძლიათ შექმნან პირობები ცვლადი მაგნიტური ველის ენერგიის შთანთქმისათვის. მაგნიტური მასალების უმეტესობის დამახასიათებელი თვისებაა ჰისტერეზის ციკლის არსებობა. ცვლადი მაგნიტური ველის ენერგია, ნანონაწილაკებში ჰისტერეზისის ციკლის არსებობის გამო გარემოში გარდაიქმნება სითბოდ. ეს არის სიმსივნის გაცხელების დღეისათვის ცნობილი და გამოყენებული მეთოდი(მექანიზმი) ჰიპერთერმიის დროს. წინამდებარე ნაშრომში სიმსივნის გასათბობად შემოთავაზებულია ნანონაწილაკთა სისტემის ცვლადი მაგნიტური ველით გაცხელების ალტერნატიული მეთოდი. კერძოდ ნანონაწილაკთა სისტემაზე ცვლადი მაგნიტური ველის რეზონანსული ზემოქმედების მეთოდი. კუთხური ცვლადების საშუალო კვადრატულიფლუქტუაციები, მათი პერიოდულობის გამო, დაკვირვების დიდ დროებზე, გარდაიქმნებიან ბროუნის რელაქსაციის სიჩქარის პროპორციულ სიხშირის პერიოდულ ფუნქიებად. სწორედ ამ სიხშირეზეა საჭირო ცვლადი მაგნიტური ველის სიხშირის მომართვა რეზონანსის მისაღებად. ფლუქტუაციურ -დისიპაციური თეორემის გამოყენებით გამოთვლილ იქნა რადიოსიხშირული ველის შთანთქმული სიმძლავრე, რომელიც გარდაიქმნება სითბოდ. ნაჩვენებია, რომ ველის პარამეტრების გარკვეული მნიშვნელობებისათვის შესაძლებელია 15 წუთის აგნმავლობაში სიმსივნის უჯრედების ტემპერატურის 6 გრადუსით გაზრდა (რაც საკმარისია ამ უჯრედების გასანადგურებლად).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com