ka | en
Company Slogan TODO

ინოვაციური სპექტრომეტრი და მისი გამოყენების უპირატესობა ფოტოვოლტაიკურ სისტემებში

ავტორი: George ქაჩლიშვილი
საკვანძო სიტყვები: ინოვაციური სპექტრომეტრი, ფოტოვოლტაიკური სისტემა
ანოტაცია:

ჩემს სადისერტაციო თემას წარმოადგენს ჩვენს მიერ შემუშავებული ინოვაციური სპექტრომეტრი, როგორც მაღალეფექტური ფოტოვოლტაიკური სისტემის ოპტიკური ნაწილი. პირველ რიგში, მოკლედ განვიხილოთ არსებული, როგორც რეფრაქციული ისე დიფრაქციულ - ინტერფერენციული სპექტრომეტრების ძირითადი პრობლემები: 1. აბერაცია გეომეტრიული ოპტიკის მიახლოებაში; რაც ნაკლებია მით უკეთესია. 2. აპერტურის ზომა ტალღური ოპტიკის მიახლოებაში; რაც მეტია მით ძლიერი კონცენტრატორია და შესაბამისად კარგია. 3. სპექტრომეტრის, როგორც ოპტიკური სისტემის გამჭვირვალობა; რაც უფრო გამჭვირვალეა სპექტრომეტრი მით უკეთესია. პროგრამულმა სიმულაციამ აჩვენა, რომ არსებული სპექტრომეტრების შემთხვევაში, გარკვეული ზღვარის გადალახვის შემდეგ, როდესაც ვაუმჯობესებთ ჩამოთვლილი 3 პარამეტრიდან ნებისმიერ მათგანს დანარჩენი ორი დაუყოვნებლივ უარესდება, რაც არ იძლევა არსებული სპექტრომეტრების ნებისმიერ სპექტროსკოპიულ ამოცანაზე ოპტიმიზაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა კარგი სპექტრომეტრები ძალიან ძვირი ღირს. ჩვენ შევძელით გადაგვეჭრა „ნებისმიერად„ ოპტიმიზაციის პრობლემა. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავაოპტიმიზიროთ „იდეალური სპექტრომეტრი„ პრაქტიკულად ნებისმიერ ამოცანაზე. მათ შორის ძალიან პერსპექტიულია ფოკუსირება + სპექტრად გაშლა მზის ფოტოვოლტაიკური სისტემისთვის, ისე რომ ელექტროენერგიის გამომუშავების მქკ იყოს მაქსიმალური, ხოლო ფასი მინიმალური. რომლის შესაბამისი თეორიის ბირთვი შემუშავებული გვაქვს და პროტოტიპს ამჟამად ვანხორციელებთ წარმატებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com