ka | en
Company Slogan TODO

ანტიგენწარმდგენ უჯრედებზე ეპიგენეტიკური მოდულატორის - 5-აზაციტიდინის ზემოქმედების შეფასება

ავტორი: ნინო მაისურაძე
ანოტაცია:

სიმსივნე რჩება 21-ე საუკუნის მედიცინის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად, მაღალია კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროსტატის კიბო, რომლის დროსაც პაციენტების მკურნალობის ძირითადი საშუალება კვლავ ჰორმონოთერაპიაა. ეს უკანასკნელი კი სამწუხაროდ არ წარმოადგენს უნივერსალურ თერაპიულ საშუალებას და ზოგიერთი პაციენტისთვის ნაკლები ეფექტურობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მნიშვნელოვანია ახალი თაობის მეტად ეფექტური და ნაკლებად ტოქსიკური მედიკამენტების ძიება და შექმნა, კომპლექსური მიდგომები კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრის გამო. კომბინირებული თერაპია ერთობ წარმატებული მცდელობაა ანტისიმსივნური იმუნური პასუხის გასაძლიერებლად და შესაბამისი მდგრადი ეფექტის მისაღწევად. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ეპიგენეტიკური მოდულატორები, რომელთა იმუნომოდულატორული ეფექტები სულ უფრო და უფრო თვალსაჩინოა. იმის გამო, რომ დენდრიტულ უჯრედებს (DC-ს) აქვთ უნიკალური თვისება, გაააქტიურონ გულუბრყვილო T უჯრედები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პირველადი იმუნური პასუხის ინდუქციას. ასევე DC ფუნქციის მოდულაციის საშუალებით შესაძლებელია ძალიან ეფექტურად გაკონტროლდეს სპეციფიკური იმუნური პასუხი. ამ კვლევაში ჩვენ განვსაზღვრავთ 5-AzaC-ის მოქმედების ახალ შესაძლო მექანიზმს, რომელსაც შეუძლია მოახდინოს კომპლექსური ეფექტი DC-ზე. წინამდებარე პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა იმუნოკომპეტენტური უჯრედების ეპიგენეტიკური მოდიფიკაციის ეფექტი და მისი კომბინაცია ნანოთერაპიასთან. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ეპიგენეტიკური და იმუნომოდულატორული ეფექტის დადგენა ex vivo და in vivo; 5-AzaC-ის და ნანოთერაპიის ეფექტურობის შეფასება in vivo; იმუნოკომპეტენტური უჯრედების განსახლების მონიშვნა და მონიტორინგი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com