ka | en
ავტორიზაცია

შეეძლო უახლოეს მეზობელ პროტონს გავლენა მოეხდინა კოსმოლოგიურ რეკომბინაციაზე?
ავტორი: ზაალ მაჭავარიანითანაავტორები: თ. კერესელიძე, ი. ნოსელიძე, ზ. მაჭავარიანი
საკვანძო სიტყვები: კოსმოლოგია, რეკომბინაცია
ანოტაცია:
კოსმოლოგიური რეკომბინაციის კვაზიმოლეკულური მექანიზმისათვის შემუშავებულია მკაცრ კვანტურ-მექანიკურ მიდგომაზე დამყარებული გამოთვლის სქემა. მიღებულია ელექტრონის და ორი უახლოესი მეზობელი პროტონის მიერ დაჯახების მომენტში შექმნილი კვაზიმოლეკულის აგზნებულ მდგომარეობაში ელექტრონის თავისუფალ-ბმული გადასვლის ალბათობა როგორც ტემპერატურის ფუნქცია. ნაჩვენებია, რომ სამყაროს განვითარების პრე-რეკომბინაციულ ეტაპზე, როდესაც სამყაროს სიმკვრივე და ტემპერატურა შედარებით მაღალი იყო, უახლოესი მეზობელი პროტონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა წყალბადის ატომების შექმნის პროცესზე.