ავტორიზაცია

PROMETEO: დიზაინი და პროტოტიპი
ავტორი: პავლე წოწკოლაურისაკვანძო სიტყვები: ატლას დეტექტორი, ტაილ კალორიმეტერი, პრომეთეო, შუქდიოდის მართვის დაფა
ანოტაცია:
სემინარში განხილული იქნება ტაილ კალორიმეტრის (Tile Calorimeter) ელექტრონული მოდულის მობილური ტესტირების სისტემა „პრომეთეო“ (PROMETEO) და ფოტოგამამრავლებელი ბლოკების (PMT-Block) ტესტირების სტენდი. მოცემული სისტემები გამოიყენება ტაილ კალორიმეტრის ელექტრონიკის აწყობის, მონტაჟისა და მომსახურების დროს, ასევე ტესტ ბიმის პერიოდისას. ატლას დეტექტორის II ფაზის განახლების დროს მოხდება თითქმის ყველა ელექტრონული კომპონენტის განახლება. განახლებული დეტექტორის ელექტრონიკა კი მოითხოვს ასევე განახლებულ ტესტირების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მის სერტიფიცირებას აწყობის, მონტაჟისა და მომსახურების დროს. PROMETEO არის ამჟამინდელი ტესტირების სისტემის „MobiDICK“-ის განახლებული ვერსია, რომელიც გამოიყენებოდა დეტექტორის პირველი და მეორე ხანგრძლივი გათიშვის დროს. PROMETEO უნდა იყოს მოდულური, მარტივად მოსახმარი, ავტონომიური და პორტატული სისტემა. PMT-Block ტესტირების სტენდი იყენებს PROMETEO-ს რათა მოახდინოს ფოტოგამამრავლებელი ბლოკების სერტიფიცირება სინათლის იმპულსების გამოყენებით.