ka | en
Company Slogan TODO

ჰიდრაზინების და ტრიაზინების ზოგიერთი ახალი ქირალური ნაწარმის ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით.

ავტორი: მარიამ შანიძე
ანოტაცია:

ჩვენი კვლევის მიზანია შევისწავლოთ ახალი აზოტშემცველი ქირალური ნაერთების (ჰიდრზინისა და ტრიაზინის ნაწარმების) ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფში. ქირალურ სელექტორებად გამოვიყენეთ ცელულოზას და ამილოზას ნაწარმები, ხოლო მოძრავ ფაზად შერჩეული იქნა მეთანოლი. 12 საკვლევი ნივთიერება გავხსენით მეთანოლში და ჩავატარეთ რაცემული ნერევების სკრინინგი, რომლის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები, რომ საკვლევი ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფის ყველაზე მაღალი უნარით ხასიათდება Lux Cellulose-4 სვეტი (ცელულოზა ტრის(4-ქლორ-3-მეთილფენილკარბამატი)), ხოლო ენანტიომერების დაყოფის ყველაზე დაბალ უნარს ავლენს სვეტი iSP9B-3-final (Lux i-Amylose-1), რომლის ქირალური სელექტორია ამილოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატი).


მიმაგრებული ფაილები:

SEPARATION OF ENANTIOMERS OF SOME NEW DERIVATIVES OF HYDRAZINES AND TRIAZINES IN HIGH-PERFORMANCE LIQUID CHROMATOGRAPHY USING CHIRAL POLYSACCHARIDE COLUMNS [en]
ჰიდრაზინების და ტრიაზინების ზოგიერთი ახალი ქირალური ნაწარმის ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com