ავტორიზაცია

პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება
ავტორი: სალომე მოსიძეანოტაცია:
ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. პრეიმპლანტაციის გენეტიკური ტესტირება მოიცავს პრეიმპლანტაციურ გენეტიკური დიაგნოსტიკას (PGD) და პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ სკრინინგს (PGS). პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) ხორციელდება სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა გენეტიკური ანომალიების გამოსავლენად, როგორიცაა ანეუპლოიდია და მონოგენური დაავადებები. პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGS) გამოიყენება ნორმალური ორსულობის ალბათობის ზრდის მიზნით ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ განმეორებითი სპონტანური აბორტები და უშვილობა. ინ ვიტრო განაყოფიერება და პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოზი ფართოდ გავრცელებული სამედიცინო პროცედურებია. ემბრიონის გენეტიკური მასალის მისაღებად საჭიროა ბიოფსია, რომელიც ინვაზიური პროცედურაა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის შემცირების რისკს. შესაბამისად შემუშავდა მეთოდები ემბრიონის არაინვაზიური გენეტიკური ტესტირებისსთვის. საქართველოს კანონმდებლობით სქესის შერჩევა ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, იმ შემთხვევაში თუ არსებობს სქესთან შეჭიდული გენეტიკური დაავადებების გადაცემის რისკი.