ka | en
ავტორიზაცია

ბუნებრივი აირის ანომალური რეზერვუარების კვლევა შავ ზღვაში
ავტორი: დემურ მერკვილაძესაკვანძო სიტყვები: ბუნებრივი აირი, შავი ზღვა, OMV Petrom
ანოტაცია:
შავ ზღვაში აქტიურად მიმდინარეობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის კვლევა-ძიება. მიღებული 2 და 3-განზომილებიანი სეისმური მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა ზღვის ფსკერთან ახლოს (500-მ სიღრმეზე) მდებარე ანომალური ბუნებრივი აირის რეზერვუარები, რომელთა შემაკავებელი სტრუქტურებიც MTC-ს (Mass Transport Complex) სახელითაა ცნობილი. მოხსენებაში განხილულია მაგალითი შავი ზღვის თურქული ნაწილის შილე-1 ბლოკის 3D სეისმური მონაცემების საფუძველზე, რომელიც 2022 წელს OMV Petrom-ში სტაჟირების ფარგლებში იქნა ინტერპრეტირებული. OMV Petrom-ი რუმინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანია.