ka | en
Company Slogan TODO

მთავარი იონების და ზოგიერთი მძიმე მეტალის შემცველობის დადგენა საქართველოს კომერციულ წყაროს და მინერალურ წყლებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით

ავტორი: makrine nikolaishvili
საკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი, ძირითადი იონები
ანოტაცია:

წყალი გარემოს შემადგენელი ძირითადი და უნიკალური კომპონენტია. ის არა მარტო ადამიანის, ცხოველთა სამყაროსა და მცენარეული საფარისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც დიდწილად განაპირობებს. ამის გათვალისწინებით, ქვეყანაში წარმოებული კომერციული წყლების კვლევა მუდმივად რელევანტურია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი მულტიკომპონენტური შემცველობის თანხვედრა ტექნიკური რეგლამენტით დაწესებულ კონდიციებთან. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში ექსპორტირებული 5 დასახელების ბუნებრივი მინერალური წყლისა ( „ლიკანი“, „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „საირმე“, „კობი“) და 8 წყაროს წყლის („სნო“, „ეს წყალი“, „ჯეო ნატურა“, „ჯეო ნატურა ბასტი ბუბუ“, „ნაკადული“, „ბახმარო“, „ბაკურიანი“, „მთის წყალი“) კვლევა მათში არსებული ძირითადი იონებისა და მძიმე მეტალების კონცენტრაციების დასადგენად მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით. კვლევის ფარგლებში განისაზღვრა pH, ძირითადი იონები (HCO3-, Cl-, SO42-, Ca2+, Mg2+, Na+, K+), ზოგიერთი მძიმე მეტალი (Cd, Pb, Zn, Cu, Ni, Mn), ჟანგვადობა და F-. მიღებული შედეგები მეტწილად ეტიკეტზე მითითებული ნორმის ფარგლებში იცვლებოდა. ადგილი ჰქონდა მცირე გადახრებს HCO3-, SO42-, Na+ შემცველობასთან დაკავშირებით ზოგიერთ წყაროს წყალში.


მიმაგრებული ფაილები:

მთავარი იონების და ზოგიერთი მძიმე მეტალის შემცველობის დადგენა საქართველოს კომერციულ წყაროს და მინერალურ წყლებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com