ka | en
Company Slogan TODO

სხვადასხვა ანტიბაქტერიული ფარმაცევტული პრეპარატების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში კარბოქსიმეთილირებული ბეტა-ციკლოდექსტერინის გამოყენებით

ავტორი: საბა ჯორბენაძე
ანოტაცია:

კაპილარული ელექტროფორეზის (CE) გამოყენებით სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების ენანტიომერების დაყოფა დღეს მეტად აქტუალური საკითხია არა მხოლოდ მისი ძალიან ეფექტური განცალკევების უნარის გამო, არამედ არა-კოვალენტური შიდამოლეკულური ურთიერთქმედებების გასაგებად. რადგან არც მხოლოდ ნივთიერებათა ელექტროფორეტული ძვრადობა და არც ელექტროოსმოსური ნაკადი არ არის პასუხისმგებელი ენანტიომერებისთა დაყოფისთვის, აუცილებელია ქირალური სელექტორის დამატება სისტემაში [1] ამ მიზეზით, გამოიყენება სხვადასხვა ნატიფი და ჩანაცვლებული ციკლოდექსტრინები, რომლებიც კონკრეტულად შეიკავშირებენ ერთ-ერთ ენანტიომერს. [2] მრავალი დიაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ფარმაცევტული დანიშნულებისთვის, როგორც ანტიბაქტერიული საშუალებები. ფარმაცევტულად გამოყენებული ეს მედიკამენტები შეიცავენ ქირალურ ნახშირბადატომს და, შესაბამისად, არსებობენ ენანტიომერებთა რაცემული ნარევების სახით. ენანტიომერებს აქვთ სხვადასხვა ფარმაკოკინეტიკური, ფარმაკოდინამიკური და ტოქსიკური თვისებები. ჩვენი შესწავლის მიზანი იყო 1,2,4-ტრიაზოლზე დაფუძნებული ფუნგიციდური პრეპარატის ენანტიომერთა დაოფის ოპტიმალური პირობების პოვნა. გაირკვა, რომ საწყისი დაყოფა მიიღება კარბოქსიმეთილირებული- β- ციკლოდექსტრინის გამოყენებით pH 2.12-ზე. თუმცა, მიგრაციის დრო ძალიან დიდია. ამ მიზეზით, ექსპერიმენტები ჩატარდა უფრო მაღალ pH მნიშვნელობებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com