ka | en
Company Slogan TODO

მთიანი რეგიონების დასახლებების წყალმომარაგების, წყალარინების და სანიაღვრე სისტემების განვითარების პერსპექტივები დაბა სტეფანწმინდის მაგალითზე

ავტორი: ზურაბ ჯიქია
საკვანძო სიტყვები: მთიანი რეგიონი, წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრე სისიტემა
ანოტაცია:

საქართველო მთიანი ქვეყანაა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ტენდენციები განაპირობებს სასოფლო და მცირე სადაბო დასახლებების კომფორტულობას, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში. ამიტომ ნაცვლად ინდივიდუალური წყალმომარაგების სიტემებისა დღის წესრიგში დგება ცენტრალური წყალმომარაგების, შესაბამისი წყალარინების და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა და გამართული ექსპლუატაცია. ეს საკითხი მოსაწესრიგებელია საქართველოს ბევრ დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ კუთხით განხილული გვაქვს დაბა სტეფანწმინდისა და გერგეთის წყალმომარაგების წყაროები, მათი დღევანდელი მდგომარეობა. წყალარინების სისტემა, ჩამდინარე წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლები და მათი ზემოქმედება გარემოზე. სანიაღვრე სისტემა, სანიაღვრე სისტემის დაბინძურების წყაროები და მისი გაწმენდის შესაძლებლობები. ასევე ამ სისტემების განვითარების პერსპექტივები ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ზრდის ინტერესების გათვალისწინებით. დაბა სტეფანწმინის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის წყალმომარაგება-წყალარინების და სანიაღვრე სისტემების ანალიზი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სამოდელო კვლევა, რომლის მეთოდოლოგიური საფუძვლები გამოყენებულ იქნება ქვეყნის სხვა მთიან რეგიონებისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

Annotation [en]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com