ka | en
ავტორიზაცია

რადიოაქტიური ელემენტი თორიუმი და მისი მინერალიზაცია შხარის გრანიტოიდულ მასივიში
ავტორი: რაბი გაბრიელაშვილისაკვანძო სიტყვები: თორიუმის მინერალიზაცია, შხარის პლუტონი, შხარის მასივი
ანოტაცია:
შხარის ურანისა და თორიუმის მადანგამოვლინებები ჩვენმა სამეცნიერო გუნდმა 2020 წელს აღმოაჩინა. მადანგამოვლინება ლოკალიზებულია მდინარე ენგურის სათავეში, შხარის გვიანვარისკულ გრანიტოიდულ პლუტონში, კავკასიონის მთავარი შეცოცების გასწვრივ საველე სამუშაოების დროს პლუტონის ბიოტიტიან პლაგიოგრანიტულ ძარღვში რადიაციის ანომალურად მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, რომელიც შეადგენს to 3 μSv/h-ს. ნორმული რადიაციული ფონი 0,15 μSv/h-ია. ჩვენი უკანასკნელი საველე სამუშაოებით დადგინდა, რომ მაღალ რადიაციულ ფონს ავლენს არა მხოლოდ შხარის პლუტონის ბიოტიტიანი პლაგიოგრანიტის ძარღვი, არამედ შხარის მასივის ამგები ბიოტიტიანი პლაგიომიგმატიტებიც. ეს ყოველივე მოწმობს იმას, რომ შხარის მასივზე თორიუმისა და ურანის მინერალიზაცია ფართომასშტაბიანია.
მიმაგრებული ფაილები:
Rabi-Gabrielashvili-ENG [ka]რაბი-გაბრიელაშვილი-GEO [ka]